Skip to Content

ქვის ხანიდან რკინის ხანამდე

0 Favorites 0 Copies

მე-6 კლასის შემაჯამებელი სამუშაო
შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან..
ჩემს მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ და შექმნან ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალება, ამ შემაჯამებელზე ვიყენებთ , ჩანახატის შექმნას
დავალება : მოსწავლე იხსენებს პირველყოფილი საზოგადოების პერიოდს, ადამიანის მიერ სამუშაო იარაღების შექმნის პროცესს, შემდეგ ის "გაივლის გზას " ქვის ხანიდან რკინის ხანამდე , აქცენტი აქვს სამუშაო იარაღზე, კერძოდ- მსჯელობს სამი კითხვის საშუალებით

1. რა გამოიგონა?
2. რატომ გამოიგონა?
3 როგორ გამოიყენა?

მოსწავლეს შეუძლია ის დახატოს რაც უნდა, ასევე სასურველია ჩაანხატს "მიაბას "ინფორმაცია , სადაც გამოჩნდება, რომ მხოლოდ რკინა არ არის აუცილებელი იარაღისთვის, ის ფიქრობს, რას აკეთებს რკინისგან- ხვდება უკეთეს იარაღს, რატომ აკეთებს -გატყდა ბრინჯაოსი და მოუხერხებელია ქვის, რატომ არის აუცილებელი -იმიტომ რომ კარგად იკვებოს, ან ოჯახი დაიცვას

ვარიანტები უამრავია , ჩანახატიც, გთავაზობთ რამოდენიმეს